საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288.4 ლარი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262.4 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის ნოემბერში 255.4 ლარით განისაზღვრა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 232.4 ლარით.