ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ 2026 წელს ვადა გასდის დამატებითი გაზის( 500 მლნ მ3) მოწოდების კონტრაქტს გასდის ვადა, მაგრამ იგი აზერბაიჯანთან არ არის გაფორმებული. მისი თქმით, ეს გაზი არ ეკუთვნის აზერბაიჯანს, იგი ეკუთვნის შაჰ-დენიზის კონსორციუმს, რომლის მთავარი აქციონერია ბრიტანული კომპანია BP (ფლობს წილის 30 პროცენტს).
გოცირიძის თქმით, აზერბაიჯანის ( “სოკარის”) წილი 14 პროცენტია. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, თავისი სიტყვა ეთქმის, თუმცა მომლაპარაკებელი იგი არაა.
ამიტომ ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს, მთავრობამ ახსნას, ვისთან მიდის მოლაპარაკებები დამატებით შეღავათიან გაზზე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, "შაჰდენიზის კონსორციუმთან", თუ აზერბაიჯანთან, რადგან ეს ორი სხვადასხვა რამაა მოსალოდნელი შედეგებითურთ.
გოცირიძის აზრით, თუ საქართველო აზერბაიჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, რადგან, მისივე მტკიცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ შაჰ დენიზის კონსორციუმთან ეს თემა დაიხურა და ვეძებთ გზას, “სოკარის” გაზიდან ამ დანაკლისის შესავსებად.
"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ 2026 წელს ვადა გასდის დამატებითი გაზის( 500 მლნ მ3) მოწოდების კონტრაქტს და მის გასაგრძელებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან.
კონტრაქტს მართლაც გასდის ვადა, მაგრამ იგი აზერბაიჯანთან არ არის გაფორმებული. ეს გაზი არ ეკუთვნის აზერბაიჯანს, იგი ეკუთვნის შაჰ-დენიზის კონსორციუმს, რომლის მთავარი აქციონერია ბრიტანული კომპანია BP (ფლობს წილის 30 პროცენტს). აზერბაიჯანის ( “სოკარის”) წილი 14 პროცენტია. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, თავისი სიტყვა ეთქმის, თუმცა მომლაპარაკებელი იგი არაა.
დამატებითი გაზის ღირებულება თავიდანვე საბაზროზე რამდენჯერმე იაფი იყო (55 დოლარი ათას კუბურ მეტრზე). ეს გაზსადენის გატარებიდან საქართველოსთვის მისაღები სატრანზიტო შემოსავლის განსაზღვრის ერთ-ერთი ფორმა იყო და არა მოწყალება ან კეთილი ნება. ამავე კონსორციუმიდან საქართველო იღებს უფასო გაზს ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული გაზის 5 პროცენტს. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე ამ პროექტიდან. ეს ფაქტობრივად პროექტის მთელი არსებობის მანძილზე გაგრძელდება და გადახედვას არ საჭიროებს. ფორმალურად იგი 2068 წლამდე მოქმედებს.
გარდა ამისა, საქართველო ცალკე იღებს უშუალოდ აზერბაიჯანის საკუთრებაში არსებულ გაზს “სოკარის” მეშვეობით.
დამატებითი გაზის მიწოდების ვალდებულება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კონსორციუმს არა აქვს.
გაგრძელდება თუ არა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდრბული, რადგან აზერბაიჯანულ გაზს დიდი მოთხოვნა გაუჩნდა ევროპაში რუსეთის სანქციების გამო, თანაც იქ გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოს შეუძლია გადახდა. ევროპულ ( თუნდაც თურქულ) ფასად საქართველო გაზს ვერ იყიდის.
აქ უკვე ალტეტნატივა გაზპრომია, რომელსაც აქვს იაფი და ზედმეტი გაზი. ეს პოლიტიკური რისკების გამო დაუშვებელია.
ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია:-მოგვცემენ თუ არა 500 მლნ. მ3 გაზს( რაც კონსირციუმისთვის არახელსაყრელია) თუ გადაგვამისამართებენ გაზპრომთან;-რა ეღირება ეს გაზი.
პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდიბარე, გაზი უნდა მოგვცენ, ხოლო ფასი გაიზრდება. კარგ შემთხვევაში ეს ფასი უნდა იყოს დაახლოებით იმდენი, რამდენადაც ვყიდულობთ დღეს გაზს “სოკარიდან”. საუკეთესო შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება გაზის შეღავათიან ფასად მოწოდება, გამომდინარე პროექტის თავდაპირველი სულისკვეთებიდან. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეწყდებოდა და ასეთი მომგებიანი გახდებოდა ეს პროექტი სამომავლოდ კონსორციუმისათვის. ჩვენთვის ამ ფორმით დასათმობი გაზის მოცულობა მილსადენში წელიწადში გატარებული გაზის დაახლოებით 2 პროცენტია. ეს არც თუ ისე ბევრია, რომ შეღავათზე არ იყოს საუბარი.
p.s. თუ საქართველო მართლაც აზერბაიჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ეს იმას ნიშნავს, როომ შაჰ დენიზის კონსორციუმთან ეს თემა დაიხურა და ვეძებთ “სოკარის” გაზიდან ამ დანაკლისის შევსებას." - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.