საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს მსოფლიო ავიაკომპანიები ისტორიაში პირველად 5 მილიარდზე მეტ მგზავრს გადაიყვანენ.

ეს მაჩვენებელი 4.5%-ით მეტი იქნება მიმდინარე წლის შედეგებზე.

მოთხოვნის მკვეთრ ზრდას IATA რამდენიმე ფაქტორით ხსნის:

  • ვიზების მიღების პროცესის გამარტივებამ ხელი შეუწყო საერთაშორისო მოგზაურობის ზრდას.
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში ავიაბილეთების საშუალო ღირებულება 37%-ით შემცირდა, რამაც საჰაერო ტრანსპორტი მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

მგზავრთა ნაკადის ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია ავიაკომპანიების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.

არსებული პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება.

IATA-ს გათვლებით, დარგის წმინდა მოგება 41 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

ამ პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ავიაცია არა მხოლოდ სრულად გამოჯანმრთელდა პანდემიური კრიზისისგან, არამედ ზრდის ახალ რეკორდულ ეტაპზე შედის.

წყარო: avianews.ge