ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს

იაპონიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით გაუშვა და შესაძლოა, რაკეტა ბალისტიკური ყოფილიყო.

იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ რაკეტა ზღვაში ჩავარდა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება დაადასტურა სამხრეთ კორეამაც, რომელიც ახლა აშშ-თან ერთად ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

www.interpressnews.ge