ჩინეთში გაიხსნა მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი, რომელიც მწვადის და სხვა ნახშირზე შესაწვავი კერძების მომზადების სწორ მეთოდს ასწავლის. CNA-ს ცნობით, უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო სტუდენტების მიღება პირველი აკადემიური წლისთვის.

უნივერსიტეტი მდებარეობს იუეიანგში, ჰუნანის პროვინციაში. ნახშირზე შემწვარი კერძები პოპულარულია ამ რეგიონში, სადაც 2000-ზე მეტი ბარბექიუს რესტორანია, რომლებიც წლიურ შემოსავალს 290 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ.

კულინარიულ უნარებთან ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის მართვის უნარებსაც შეიძენენ. 

ჩინეთში მწვადის ინსტიტუტის გახსნის შესახებ 2025 წლის ზაფხულში გამოცხადდა. უნივერსიტეტი ყოველწლიურად 50-100 სტუდენტს სამწლიან სასწავლო პროგრამაზე მიიღებს. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ექვსი თვიდან ერთ წლამდე ხანგრძლივობის კურსები.