ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის მარტის მატჩებისთვის შეკრებაზე არ იქნება. 2 ივნისს კი, რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ, „ჯვაროსნებს“ ოფიციალურად დაემშვიდობება.
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.
1tv.ge