ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები თებერვალში წინა წელთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA) განაცხადა.

ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 865 437 შეადგინა, 2025 წლის თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 853 417 იყო.

გერმანიაში გაყიდვები 3.8%-ით გაიზარდა, იტალიაში 14%-ით, ხოლო ესპანეთში 7.5%-ით. საფრანგეთში კი 14.7%-ით შემცირდა.

ევროპაში, მთლიანობაში (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) ახალი ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა თებერვალში 1.7%-ით გაიზარდა და 979 300 ერთეული შეადგინა. დიდ ბრიტანეთში გაყიდვები 7.2%-ით გაიზარდა და 90 100 ერთეული შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე