იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ნავთობის რეზერვების გამოყენებას დაიწყებს მიწოდების შეფერხების შედეგად გაზრდილი შეშფოთების გამო.
„ამ კვირიდან, 26 რიცხვიდან სახელმწიფო რეზერვების გაშვებას დავიწყებთ“, – აღნიშნავს ტაკაიჩი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას იაპონიამ უკვე გამოიყენა კერძო რეზერვები „ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის“ უზრუნველსაყოფად. იაპონიაში გამოყენებული ნავთობის თითქმის 95% ჰორმუზის სრუტეზე გადის.