2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1.3 მლრდ კვტ.სთ-მდე (2%-ით) გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
სტატისტიკის მიხედვით, საცალო მოხმარებამ 703 მლნ კვტს.სთ შეადგინა, ხოლო პირდაპირი მოხმარება 266 მლნ კვტ.სთ გაუტოლდა. ოკუპირებულ აფხაზეთში დენის მოხმარება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 257 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.
„ჩვენი შეფასებით, საცალო სეგმენტის მოხმარების შემცირება, სავარაუდოდ, შედარებით რბილ კლიმატურ პირობებს უკავშირდება. ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მაღალი ზრდა ენერგოინტენსიური საწარმოების, მათ შორის ფეროშენადნობი ქარხნებისა და დატა ცენტრების, გააქტიურებას ასახავს“, - განმარტავენ საინვესტიციო ბანკში.