HR კომპანია Moorepay-ის კვლევის თანახმად, ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში პენსია ვერ ფარავს ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს.

საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპულ ქვეყნებს შორის, აქ პენსია აუცილებელი მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს მოიცავს.

კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა, ის ეხება კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს.

მონაცემები ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯებსა და ერთ პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის.

რეიტინგში მაღალი მაჩვენებლით ლუქსემბურგი, იტალია და ფინეთი გამოირჩევა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოში, ალბანეთსა და უკრაინაშია.