დიდ ბრიტანეთს სურს, უკრაინაში განათავსოს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მოსკოვამდე მიღწევის შესაძლებლობა აქვთ, – ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია რაკეტაზე Nightfall-ი, რომელსაც შეუძლია 200-კილოგრამიანი ქობინების ტარება და თითქმის 500 კმ-ის დიაპაზონის მოცვა. როგორც The Sun-ი წერს, ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ რაკეტებმა მოსკოვამდე მიაღწიონ.
„დიდი ბრიტანეთი ეძებს ფირმებს, რომლებიც ცხრა მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში შეიმუშავებენ, განავითარებენ და მიაწვდიან უკრაინას პირველ სამ რაკეტას საცდელი გაშვებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტები იუწყებიან, რომ უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა თავდაცვის მინისტრმა, ჯონ გილიანმა, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით საჰაერო თავდასხმა დაიწყო.
მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ მოუწია მის მატარებელს საგანგებო გაჩერება საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ჩართვის შემდეგ.
„ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება დრონებითა და რაკეტებით დაბომბვისა, როდესაც უკრაინელებს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე თავს დაესხნენ. ჩვენ ამას არ შევეგუებით და ვაპირებთ, უკრაინელებს მოწინავე იარაღი მივაწოდოთ, რომლითაც ისინი რუსებს წინააღმდეგობას გაუწევენ“, – თქვა გილიმ.
1tv.ge