გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობას გმობს.

მისი თქმით, ირანის ხელისუფლების რეაგირება არაპროპორციული და სასტიკია.

„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“, - განაცხადა კანცლერმა ინდოეთში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ირანში მიმდინარე ძალადობა უნდა დასრულდეს.

„უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა შეაქო მომიტინგეების გამბედაობა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი თავისუფლებისთვის.

ipn.ge