სურსათის გლობალური ფასები 2025 წელს 4.3%-ით გაიზარდა, დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-იანი კლება დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ავრცელებს.
„FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2025 წელს საშუალოდ 127.2 პუნქტი შეადგინა, რაც 5.2 პუნქტით (4.3%-ით) მეტია 2024 წლის დონესთან შედარებით“, - ნათქვამია FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში. 2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა რძის პროდუქტების, ხორცისა და მცენარეული ზეთების ფასების კლების გამო. ამან მარცვლეულისა და შაქრის ფასების ინდექსის ზრდა სრულად კომპენსირება მოახდინა, – ნათქვამია დოკუმენტში.