ხუთშაბათს დღისით ნავთობის საორიენტაციო ფასების ზრდა გაძლიერდა, ფასები წინა სესიის ბოლოს მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგა.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 1.78 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 106.80 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ივლისის ფიუჩერსების ფასი 2.18 დოლარით, ბარელზე 100.44 დოლარამდე გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე