BP Plc-მ დაასრულა წარმატებული საძიებო ბურღვა Far South–ის საბადოზე მექსიკის ღრმა ყურეში, რომელსაც იგი ავითარებს ამერიკულ Chevron Corp-თან ერთად.

„ბურღვის შედეგად ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს მაღალი ხარისხის მიოცენის ნალექებში. წინასწარი მონაცემები მიუთითებს ნახშირწყალბადების პოტენციურად ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საბადო  მდებარეობს ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 190 კილომეტრში. BP არის საბადოს ოპერატორი და ფლობს 57.5%-იან წილს, ხოლო Chevron ფლობს დარჩენილ 42.5%-ს.

ვრცლად interfax – ზე