ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) 550 სამუშაო ადგილს შეამცირებს, – ნათქვამია BBC–ს შეტყობინებაში.

სამსახურიდან გათავისუფლება მათ შორის შეეხება ახალი ამბებისა და კონტენტის სეგმენტებს. ზოგიერთი ძველი პროგრამა დაიხურება, ხოლო სპეციალისტთა გუნდები გაერთიანდება.

ოთხშაბათს დაანონსებული ზომები წლიურ ხარჯებს დაახლოებით 160 მილიონი ფუნტით (214 მილიონი აშშ დოლარით) შეამცირებს. კომპანია პირობას დებს, რომ მომდევნო თვეებში გამოაცხადებს ხარჯების შემცირების დამატებით ზომებს, მათ შორის კორპორატიულ განყოფილებაში დაახლოებით 700 სამუშაო ადგილის შემცირებას. საერთო ჯამში, მას სურს, სამი წლის განმავლობაში ხარჯები 500 მილიონი ფუნტით შეამციროს 1800-2000 თანამშრომლის გათავისუფლებით.

წყარო: interfax