აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გეგმავს, მომდევნო წელს ბიუჯეტის 21% დახარჯოს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

„მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების 21 პროცენტი თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული“, - განაცხადა მან 9 დეკემბერს მილი მეჯლისში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ეს თანხა მიაღწევს 8.7 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს - 5.1 მილიარდ აშშ დოლარს.

„აზერბაიჯანის სამხედრო ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აზერბაიჯანი სამხედრო პროდუქციას ექსპორტს ახორციელებს არაერთ ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვრცლად: www.radiotavisupleba.ge