ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის"  (Lion Finance Group PLC (BGEO) აქციების ფასი 4.66%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 98.29 გირვანქა სტერლინგია. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.71%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 42.10 გირვანქა სტერლინგი ღირს.

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 1%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 33.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. ბ

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.36 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1.66 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 27.25%-ითაა გაზრდილი, "თიბისი ბანკის ჯგუფის"აქციების ფასი კი 7.47%-ით შემცირდა."საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 136%-იან ზრდას აჩვენებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart