დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის, ჩინეთისა და კიდევ 58 სავაჭრო პარტნიორის პროდუქციაზე 10 და 12.5%-იანი ახალი საბაჟო ტარიფები აამოქმედა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მიღებულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი აღნიშნულ ქვეყნებში იძულებითი შრომის აკრძალვის წესების არასათანადო აღსრულებით ხსნის.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია ზუსტად იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ძალას კარგავდა მანამდე არსებული დროებითი, 10%-იანი გლობალური ტარიფი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ტრამპის მიერ შარშან „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, რომლებიც აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ისახავდა მიზნად. ახალი შეზღუდვები აშშ-ის იმპორტის 99.4%-ს მოიცავს, თუმცა ტარიფებისგან თავისუფალია არაერთი პროდუქტი, მათ შორის: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სასუქები და გარკვეული სახის საკვები პროდუქტები.

პირველი არხი