აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩინეთისთვის ტექნოლოგიების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები დროებით შეაჩეროს, რათა არ გაართულოს სავაჭრო მოლაპარაკებები მესამე რაუნდი. ინფორმაცია Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 28–29 ივლისს გაიმართება.

 

წყაროს თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სამრეწველო და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) მიიღო მითითება, თავი შეეკავებინა ჩინეთის მიმართ მკაცრი ზომების მიღებისგან. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ აშშ ექსპორტის კონტროლის საკითხში შეზღუდულია, რადგან არსებობს რისკი, რომ ჩინეთმა საპასუხოდ შეზღუდოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იშვიათი ლითონებისა და მაგნიტების მიწოდება — როგორც ეს პირველად მაისში მოხდა.