Samsung Electronics-მა 16,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა Tesla Inc.-თან ნახევარგამტარული პროდუქტების მიწოდების შესახებ.
Samsung-ის ცნობით, კონტრაქტი 2033 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ AI6 ჩიპების შემდეგი თაობა ტეხასში მდებარე ახალი ქარხნიდან გაიგზავნება.