„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.971 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 145 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.

კვლევის მიხედვით, რუსეთს კვლავ ყველაზე მსხვილი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში - 308 მილიონი აშშ დოლარი 2025 წლის პირველ ნახევარში, თუმცა მაჩვენებელი წლიურად 19%-ით არის შემცირებული. ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორები არიან 277 მილიონი აშშ დოლარით. მაჩვენებელი წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. ზრდა აქვს ისრაელის რეზიდენტებს - მათ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 242 მილიონი აშშ დოლარის დანახარჯი გასწიეს, რაც წლიურად 38%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.