უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა ალექსანდრ ზინჩენკომ კიევის ცენტრში მდებარე საკუთრებაში არსებული რესტორნის, INCH-ის, გაყიდვა გადაწყვიტა. შესაბამისი განცხადება უძრავი ქონების სააგენტო Keys Real Estate-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
„აღჭურვილი სამზარეულო, დიზაინერული ინტერიერი, ხელსაყრელი მდებარეობა. მზა ბიზნესი მოგებით. ყველაფერი მოჰყვება: აღჭურვილობა, ბრენდი, დოკუმენტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შენობის ღირებულება 2,5 მილიონი დოლარია. გაყიდვის მიზეზები ჯერ არ გახმაურებულა.