კვლევითმა ორგანიზაცია Numbeo-მ მსოფლიოს 115 ქვეყანაში 2025 წლის პირველი ნახევრისთვის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლა და ყველაზე სუფთა და დაბინძურებული ქვეყნები გამოავლინა.

რეიტინგში მოცემული ქვეყნები დალაგებულია შემდეგი კრიტერიუმებით: გარემოს დაცვის ხარისხი და ამის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჰაერის დაბინძურების ხარისხი, სასმელი წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, წყლის დაბინძურების დონე, ნაგვის გატანისა და დასუფთავებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონე, გამწვანება და პარკების ხელმისაწვდომობა, კომფორტის საერთო დონე სისუფთავის კუთხით და ა.შ.

ამ კრიტერიუმების მიხედვით, 115 ქვეყანას შორის საქართველო დაბინძურების მაჩვენებლით 43 ადგილზე მოხვდა. მონაცემები აჩვენებს, რომ დაბინძურების მხრივ უარესი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს (34-ე ადგილი), უკეთესი კი თურქეთს (49-ე ადგილი), სომხეთსა (56-ე ადგილი) და რუსეთს (62-ე ადგილი).

რომელია მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული/სუფთა ქვეყნები

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი კამერუნშია, ხოლო ყველაზე სუფთა ქვეყანა ფინეთია.

უფრო კონკრეტულად, მსოფლიოს 5 ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა ასეთია:

  • კამერუნი;
  • მიანმარი;
  • ლიბანი;
  • ნიგერია;
  • მონღოლეთი.

რაც შეეხება მსოფლიოში შედარებით ყველაზე სუფთა ქვეყნებს, ხუთეული ასე გამოყურება:

  • ფინეთი;
  • ისლანდია;
  • ესტონეთი;
  • შვედეთი;
  • ნორვეგია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი