ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის, პირდაპირი ფრენების ზრდასთან ერთად, შიდა ინფრასტრუქტურის და სერვისის ხარისხის განვითარებაა აუცილებელი. ამის შესახებ წერია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპელი ტურისტი ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ რეგიონს სტუმრობს და მისი მთავარი ინსპირაციის წყარო Word of Mouth-ია. ამ სეგმენტის გასაზრდელად აუცილებელია შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.
დოკუმენტში გაზგასმულია, რომ ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის, პირდაპირი ფრენების ზრდასთან ერთად, შიდა ინფრასტრუქტურის და სერვისის ხარისხის განვითარებაა აუცილებელი.
კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს ევროპის ქვეყნებთან ფრენების ზრდა ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან ბიუჯეტური ავიახაზების ხარჯზე მოხდა. 2025 წელს კი თბილისიდან პირდაპირი რეისების გაზრდამ უკვე პოზიტიურად იმოქმედა ტურისტულ ნაკადებზე.
"თბილისში ტურიზმის აღდგენის დინამიკა ყველაზე სუსტია, რაც ტურისტების ნაკლებობამ, ტურისტების გეოგრაფიის ცვლილებამ და სასტუმრო ოთახების მიწოდების ზრდამ განაპირობა. დედაქალაქში ტურიზმის შენელების ფონზე, წლის დასაწყისიდან 800-მდე სასტუმრო ოთახის მშენებლობა შეჩერდა, თუმცა მიწოდების დაგეგმილი ზრდა ტურისტული ნაკადების სწორ მართვას საჭიროებს.
ბათუმში ტურიზმის აღდგენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების სწრაფმა ზრდამ განაპირობა. აჭარის მთავარ ქალაქში ტურიზმის ზრდის ფონზე, მოსალოდნელია სასტუმრო ოთახებისა და მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ბათუმში მასიური ტურისტული ნაკადების საჭიროებას ქმნის“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.