ახ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა, ძირს უთხრის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ თე­ო­რი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ი­ბა­და სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წა­ზე.

იმი­სათ­ვის, რომ ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი უსი­ცო­ცხლო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან წარ­მოქ­მნი­ლიყ­ვნენ, დე­და­მი­წას ორ­გა­ნუ­ლი მო­ლე­კუ­ლე­ბის მა­რა­გი და მათი ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

ამ მა­რა­გის წარ­მო­შო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ო­რია ამ­ტკი­ცებს, რომ ყი­ნუ­ლო­ვან­მა კო­მე­ტებ­მა უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი პირ­და­პირ დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე მო­ი­ტა­ნეს. თუმ­ცა კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.

ამ თე­ო­რი­ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ კო­მე­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ზედ­მე­ტად სწრა­ფად მოფ­რი­ნავს და ატ­მოს­ფე­როს ისე­თი მკვეთ­რი კუ­თხით ეჯა­ხე­ბა, რომ შე­ჯა­ხე­ბას ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა. პა­ტა­რა კო­მე­ტე­ბი უე­ცა­რი დარ­ტყმის შე­დე­გად ნა­წი­ლე­ბად იფან­ტე­ბა, ხოლო მათ­ში არ­სე­ბუ­ლი მყი­ფე ორ­გა­ნუ­ლი მო­ლე­კუ­ლე­ბი ზე­და­პირ­ზე და­ცე­მამ­დე თით­ქმის უცი­ლობ­ლად ორ­თქლდე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში.

  • ეს თა­ვის მხრივ ნიშ­ნავს, რომ სი­ცო­ცხლის წარ­მო­შო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბის კო­მე­ტე­ბის გზით მი­წო­დე­ბა, წინა ვა­რა­უ­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სტა­ბი­ლუ­რი ნა­კა­დის ნაც­ვლად, უფრო “ერთჯე­რად გა­მარ­თლე­ბულ შემ­თხვე­ვას “ წარ­მო­ად­გენს.

“ეს ერ­თგვა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი იდე­აა, მაგ­რამ ჩვე­ნი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მისი ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა“, - აცხა­დებს კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რი, კემ­ბრი­ჯის ას­ტრო­ნო­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი დოქ­ტო­რი რი­ჩარდ ანსლოუ.

იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­გონ, რო­გორ წარ­მო­იშ­ვა სი­ცო­ცხლე, მეც­ნი­ე­რებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა და­ად­გი­ნონ, სა­ი­დან გაჩ­ნდა ე.წ. “ნედ­ლე­უ­ლი“მო­ლე­კუ­ლე­ბი და რო­გორ შე­იკ­რი­ბა ისი­ნი ერ­თად. ამას­თან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა იმის გარ­კვე­ვაც, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია იმ დო­ნემ­დე გაზ­რდი­ლი­ყო, რაც სი­ცო­ცხლის წარ­მო­შო­ბის­თვის არის სა­ჭი­რო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად მზის სის­ტე­მის კო­მე­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ, რომ­ლებ­შიც სი­ცო­ცხლის წარ­მო­შო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნახ­შირ­ბა­დი­თა და აზო­ტით მდი­და­რი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა, კო­მე­ტე­ბი მი­წო­დე­ბის პერ­სპექ­ტი­ულ მე­ქა­ნიზ­მად აქ­ცია. მკვლევ­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ წყალ­ბა­დის ცი­ა­ნიდ­ზე - ნედ­ლე­ულ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც წყალ­ბა­დის, ნახ­შირ­ბა­დი­სა და აზო­ტის­გან შედ­გე­ბა. ეს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სპექ­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, რად­გან ის უხ­ვად გვხვდე­ბა მზის სის­ტე­მის გარე ნა­წი­ლი­დან წა­მო­სულ ყი­ნუ­ლო­ვან კო­მე­ტებ­ში და პო­ტენ­ცი­უ­რად, იმ­დე­ნად გამ­ძლეა, რომ შე­ჯა­ხე­ბა­საც გა­უძ­ლებს.

თუმ­ცა, ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ კო­მე­ტებს არ შე­ეძ­ლოთ იმ­დე­ნი წყალ­ბა­დის ცი­ა­ნი­დის მო­ტა­ნა, რაც სი­ცო­ცხლის ქი­მი­უ­რი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ის და­სა­წყე­ბად იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი.

ნე­ბის­მი­ე­რი კო­მე­ტა, რომ­ლის სი­გა­ნეც 100 მეტრზე ნაკ­ლე­ბია, ჰა­ერ­ში დიდ სი­მაღ­ლე­ზე უბ­რა­ლოდ ფეთ­ქე­ბა, ხოლო კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი და მეტი ზო­მის კო­მე­ტე­ბი კი იშ­ლე­ბა. იმ რა­ო­დე­ნო­ბის წყალ­ში გახ­სნის შემ­დეგ, რაც ად­რე­ულ ეპო­ქა­ში დე­და­მი­წას ფა­რავ­და, ამ გზით მო­წო­დე­ბუ­ლი წყალ­ბა­დის ცი­ა­ნი­დის კონ­ცენ­ტრა­ცია ბევ­რად უფრო და­ბა­ლი იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე სი­ცო­ცხლის ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის და­სა­წყე­ბად არის სა­ჭი­რო. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ კო­მე­ტე­ბი სი­ცო­ცხლის წარ­მო­შო­ბის წყა­როდ მიჩ­ნე­ვა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­წყი­სი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სა­დღაც სხვა­გან უნდა გა­ჩე­ნი­ლი­ყო.

დოქ­ტო­რი ანსლო­უს თქმით, “არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი პერ­სპექ­ტი­უ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ჰი­პო­თე­ზა, მათ შო­რის მათი ნახ­შირ­ბა­დით მდი­და­რი ას­ტე­რო­ი­დე­ბის ჩა­მო­ვარ­დნა, ან ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ან­ტად, ეს მო­ლე­კუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და ახალ­გაზ­რდა დე­და­მი­წა­ზე ყო­ველ­გვა­რი შე­ჯა­ხე­ბის გა­რე­შეც სინ­თე­ზი­რე­ბუ­ლი­ყო“.

წყარო: ambebi.ge