ამსტერდამი გახდა მსოფლიოში პირველი დედაქალაქი, რომელმაც აკრძალა ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამა ქალაქის საზოგადოებრივ ადგილებში - ავტობუსის გაჩერებებზე, ბილბორდებზე, საგზაო ნიშნებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
შეზღუდვები ვრცელდება, მაგალითად, ბურგერებისა და ქათმის ნაგეთსების რეკლამირებაზე, ასევე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე, საჰაერო მოგზაურობასა და კრუიზებზე.
ხელისუფლება ასეთ განცხადებებს „კლიმატურად მავნებელს“ უწოდებს.
ქალაქმა უკვე მხარი დაუჭირა საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც ხორცის ალტერნატივად მცენარეული კვების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.