2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, - ინფორმაციას „საქსტატის“ აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8 პროცენტი ქალია, ხოლო 41.2 პროცენტი - კაცი.

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორ- მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია.

2025 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1 პროცენტით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.

წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16.0 პროცენტით შემცირდა და 368 პირი შეადგინა“, - წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.