შავი ზღვის რეგიონიდან მარცვლეულის მიწოდების შეფერხებამ და ცხელმა ამინდმა, რამაც რამდენიმე ქვეყანაში მოსავლის პროგნოზი გააუარესა, აგვისტოში ივლისთან შედარებით მარცვლეულის გლობალური ფასების 2.2%-ით ზრდა გამოიწვია. ფასებმა 2024 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ყოველთვიურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში ყველა ძირითადი მარცვლეული კულტურის საერთაშორისო ფასების ზრდა დაფიქსირდა. „ეს განპირობებული იყო მაღალი მოთხოვნით, რაც გამოწვეული იყო მოსავლის გაუარესებით ძირითად მწარმოებელ რეგიონებში არასასურველი ამინდის პირობების გამო და შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტის გაურკვევლობით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ვრცლად interfax – ზე