ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თანდათანობით აკრძალვას 25 აპრილიდან დაიწყებს, იტყობინება Bloomberg.
2026 წლის იანვარში ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთიდან გაზის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა. 2025 წლის 17 ივნისამდე თხევად ბუნებრივ აირზე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტები 25 აპრილამდე იქნება დაშვებული.
თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენებით გაზის აკრძალვა 2027 წლის შემოდგომიდან.