ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 26 მარტს განაცხადა, რომ 2026 წელს ევროზონაში ეკონომიკური ზრდის შენელებას და ინფლაციის დონის მატებას ვარაუდობს. ამის მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა სახელდება. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ, შესაძლოა, ეკონომიკური პროცესები კიდევ უფრო გაამწვავოს.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი OECD-მა 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა და 0.8 პროცენტით განსაზღვრა. ორგანიზაციას ოპტიმისტური მოლოდინები ნაკლებად აქვს ევროპის წამყვანი ეკონომიკების, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის მიმართ - ორივე ამ ქვეყნის შემთხვევაში, პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 0.8% შეადგინა.
ევროზონის ინფლაციის პროგნოზი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2.6%-ს მიაღწია, მიმდინარე წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი უცვლელი დარჩა და კვლავ 2.9%-ს შეადგენს.
წყარო: 1 არხი