საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 124 924.8 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 104 050.6 ათასი დოლარის დონეზე იყო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა.

2026 წლის ორი თვის სტატისტიკით, საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.

TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 24 546.7 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 20 155.5 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 18 610.2 ათასი დოლარი;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 14 866.2 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5 623.6 ათასი დოლარი.

businessinsider.ge