საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია.

აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან. საქართველოში გასულ წელს საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია. ქუვეითიდან კი 2024 წელს 27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +38.9%-ია.

საქართველოში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +3.8%-ია.

გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები:
გერმანია - 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა +14.3%;
გაერთიანებული სამეფო - 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +5.3%;
საფრანგეთი - 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +20.2%;
საბერძნეთი - 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +21.3%;
იტალია -19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +24.6%;
ნიდერლანდები - 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +26.7%;
ესპანეთი 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +13.8%.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.