საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენცნიო და საგამოფენო ბიურომ საფრანგეთში, ლიონში, საერთაშორისო „როუდშოუში“ მიიღო მონაწილეობა - ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ღონისძიება ტურიზმისა და ავიაციის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ Aviareps გამართა.
“როუდშოუს“ ფარგლებში, საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მოლაპარაკებები შედგა წამყვან კომპანიებთან, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების მიზნით. “როუდშოუს“ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან 80 ტუროპერატორი ესწრებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.