თბილისში მდებარე სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვების დირექტორის მარიამ ქუთათელაძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტული სეზონი პოზიტიურად დაიწყო და სასტუმრო დატვირთვით მუშაობს.

მაისის თვე ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა, ასევე შეიძება ითქვას, რო ივნისში ძალიან კარგი დატვირთულობა გვაქვს სასტუმროში. რაც შეეხება ივლისსა და აგვისტოს, როგორც მოგეხსენებასტუმრების ჯავშნის ხასიათიდან გამომდინარე, ბოლო წუთის ჯავშნებს ველოდებით და ასევე გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ივლისსა დააგვისტოში“-განაცხადა მარიამ ქუთათელაძემ.

სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვების დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით გააქტიურდა საქმიანი ტურიზმის მიმართულება.

აგვისტოს თვე თბილისისთვის სეზონური არ არის და სტუმრები გადაინაცვლებენ რეგიონებში.ბათუმი ძალიან აქტუალურია ამ პერიოდში,  თუმცა რაც გვაჩვენა ბოლო ტენდენციებმა საკმაოდ გააქტიურებულია MICE (საქმიანი ტურიზმი)  მიმართულება,   ვგულისხმობ ბიზნეს შეხვედრებს, ამ მიმართულებით ძირითადად ინდოეთიდან არიან ჩვენი სტუმრები“- აცხადებს მარიამ ქუთათელაძე.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.