საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი განმარტავს, რომ მისი გუნდი ვერ შეძლებს ისეთი სტილით თამაშს, როგორიც „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს, რადგან მას მსგავსი სტილის ფეხბურთელები არ ჰყავს.

„წუწუნს არ ვაპირებ, თუმცა ფაქტია — ასეთი სტილის ფეხბურთელები, როგორიც „პარი სენ-ჟერმენს“ ჰყავს, საფრანგეთის ნაკრებში არ თამაშობენ. რა ვქნათ? ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ვიტინია და კვარაცხელია ფრანგები არ არიან.

კი, თეორიულად მათი თამაშის გამეორება შეიძლება, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო ნაკრებში უბრალოდ არ გვაქვს“, – განაცხადა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში სამი ტიტულის მოგება მოახერხა.

1tv.ge