2026 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთის ძირითადი მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ლუვრი, ვერსალის სასახლე და ტრიუმფალური თაღი, ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის შესასვლელ ბილეთებზე უფრო მაღალ ფასებს შემოიღებენ.
კერძოდ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ტურისტებისთვის ლუვრის ბილეთის ღირებულება 22 ევროდან 30 ევრომდე გაიზრდება. დიფერენცირებული ტარიფების ეს პრაქტიკა სხვა ცნობილ ღირსშესანიშნაობებზეც - მაგალითად, ოპერა გარნიესა და შამბორის შატოზე - გავრცელდება, ხოლო სია შემდგომში 2027 წლისთვის გაფართოვდება.
ფასის ზრდის მთავარ მიზეზად კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობისა და რესტავრაციის ხარჯების ზრდა, ასევე სახელმწიფო დაფინანსების შემცირება სახელდება. ახალი პოლიტიკის წყალობით, მხოლოდ ლუვრი ყოველწლიურად დამატებით 20 მილიონი ევროს მიზიდვას შეძლებს.
ახალი წესები გავრცელდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და შვეიცარიიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე. თუმცა, ცვლილებები არ იმოქმედებს ევროკავშირის მოქალაქეებზე.