ორმა მსხვილმა გერმანულმა ლუდსახარშმა, Krombacher–მა და Veltins–მა, გამოაცხადეს როგორც ბოთლის, ასევე ჩამოსასხმელი ლუდის ფასების გაზრდა – ამის შესახებ გერმანულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Spiegel–მა განაცხადა.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფასის ზრდის მიზეზი წარმოების ხარჯების ზრდაა.
ფასების ზრდა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საცალო ქსელებზე, არამედ რესტორნებსა და ბარებზეც.