რუსები რუსეთიდან გარბიან და ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ? - გიდი ნუცა ცქიმანაური ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებას აპროტესტებს. მისი თქმით, „დღეს შინ ჯდომა და გაჩუმება არის ღალატის ტოლფასი!

„რუსული კანონებით, რუსეთზე დამოკიდებულებით საქართველო ვერაფერს მოიგებს და ისევ იზოლაციაში დავრჩებით, როგორც ვიყავით ბოლო 300 წელი! არ გვეყო?!

ყველა სიკეთე, რაც მოგწონთ დღეს - ევროპაში უვიზო მოგზაურობა, სწავლა, გართობა, ცხოვრების უკეთესი ხარისხის პერსპექტივა, უკეთესი ხელფასი, ღირსეული ჯანდაცვა, ღირსეული პირობები - ყველაფერი უკან დაგვრჩება!

რუსები რუსეთიდან გარბიან და ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ?

გამოდით! ჩვენი შვილებისთვის გამოდით!", - წერს ნუცა ცქიმანაური.