ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფრენა 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და თბილისიდან ფრენები ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
პირველი ფრენა 31 მარტს ჟენევაშია დაგეგმილი, სადაც ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან დაიწყება ფრენები ლონდონის „ლუტონის აეროპორტისა“ და მილანის „მალპენსას აეროპორტების“ მიმართულებით ასევე კვირაში ორი სიხშირით.