იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1,971.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

აღნიშნულ პერიოდში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებისგან მიიღო. კერძოდ, 6 თვეში ისრაელიდან მიღებულმა შემოსავლებმა 241.9 მლნ. აშშ შეადგინა, რაც 37.9%-იანი ზრდაა.

ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული შემოსავალი 30.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა, რაც 12.5%-იან მატებაა. ჯამში შემოსავალმა 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანელი ტურისტებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 თვეში 102.6 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 24.1 მლნ. აშშ. დოლარით და 30.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდანაც. კერძოდ, შემოსავალმა 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, შესაბამისად 18.9%-ით მატებას გულისხმობს.

სომხეთიდან მიღებული შემოსავალი 1.8 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა, რაც 2.8%-იან მატებას გულისხმობს. შემოსავალმა 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.