რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 17 ივლისს განაცხადა, რომ ვინაიდან დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, მოსკოვმა ამას სრულად უნდა უპასუხოს და, საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული დარტყმები განახორციელოს. ამ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.
„ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, სათანადოდ ვუპასუხოთ და, საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული დარტყმები განვახორციელოთ“, - აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ „აბსურდული“ უწოდა დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ევროპას.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა, ებრძოლოს ნატო-ს ან შეუტიოს ევროპას“, - დასძინა მედვედევმა.
წყარო: 1 არხი