თბილისის მერიის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტია, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს.

დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.