ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალურივიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაცდაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთისაღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლებთან. ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
"ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრასგამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟასბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრებიტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთანდა ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.
ყაზახეთის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთსეწვევა", - აღნიშნულია პრესრელიზში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში,რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს,იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადიარველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურიდირექტორი ლაშა აბაშიძე.