რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ.
სპეცდანიშნულების რაზმი ქაშვეთის ტაძართან განლაგდა, სადაც კორდონი გააკეთეს. სპეცრაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებში მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ