„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.

მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული.

მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია. შესაბამისად, პარლამენტთან აქცია დაიწყო.

დემონსტრანტებს საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. საბოლოოდ კი, პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი