Facebook-ის მფლობელი Meta ფრანგული Engie-ს მიერ აშშ-ში ახლად აშენებული მზის ელექტროსადგურის სრულ გენერაციას შეიძენს - ინფორმაციას Reuters-ი თავად ენერგეტიკულ კომპანაზე დაყრდნობით ავრცელებს
ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 260 მეგავატი იქნება, ოპერირებას 2025 წლის ბოლოდან დაიწყებს.
ამჟამად Engie-ს განახლებადი ენერგიის პროექტების 8-გიგავატიან პორტფოლიოს ფლობს. ახალი ელექტროსადგური მას დამატებით ენერგიას შესძენს მზისა და ქარის სადგურებით. დაგეგმილია ასევე ბატარეის ენერგიის შესანახ სისტემების შექმნაც.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ Engie-მ კიდევ ერთ ამერიკულ გიგანტთან Google-თან გააფორმა ხელშეკრულება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა, მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს სუფთა ენერგიაში ინვესტირებისკენ მოუწოდა. ვარაუდობენ, რომ 2023-2030 წლების შუალედში, აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება გასამმაგდება, რის დასაკმაყოფილებლადაც გენერაციის 47 გიგავატით ზრდა იქნება საჭირო.