"ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს," - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში "ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე" სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ქართულ-ჩინური თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას: ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას.
"დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს.საქართველო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს მთავრობებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი." - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში "ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე" სიტყვით გამოსვლისას.