კინოსტუდიამ Alcon Entertainment, რომელიც ფილმზე „ბლეიდრანერი 2049“ მუშაობდა, კომპანია Tesla, მისი ხელმძღვანელი ილონ მასკი და მედიაკონგლომერატი Warner Bros. Discovery საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

სტუდიამ სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა. მასში აღნიშნულია, რომ Alcon არ მიიღო ფილმის დისტრიბუტორის - Warner Bros.,-ის თხოვნა Tesla-ს რობოტი-ტაქსის პრეზენტაციაზე ფილმიდან კადრების გამოყენების შესახებ.

„ნებისმიერი გონივრული ბრენდი, რომელიც განიხილავს Tesla-სთან პარტნიორობას, უნდა ითვალისწინებდეს მასკის ფართომასშტაბური, უაღრესად პოლიტიზებული, ჭირვეული და თვითნებური ქცევა, რომელიც ზოგჯერ სიძულვილის ენაში გადადის“, - აღნიშნულია სარჩელში

სტუდიაში მიიჩნევენ, რომ უარის შემდეგ, Tesla-მ პრეზენტაციის დროს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულება გამოიყენა, რომელიც ფილმის კადრს იმეორებდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ Alcon-მა „ბლეიდრანერის“ ბრენდის შექმნაზე ასობით მილიონი დოლარი დახარჯა და მისი „უკანონო მითვისების ფინანსური მასშტაბი მნიშვნელოვანი იყო“.

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კალიფორნიაში, კინოსტუდიაზე Warner Bros ავტონომიური რობოტი-ტაქსი Cyberсab-ი 10 ოქტომბერს წარადგინა.

წყარო: იმედინიუსი