საერთაშორისო  მისიის ასტრონომებმა პირველად დააფიქსირეს შაქრის ტიპის ორგანული ნაერთი ვარსკვლავთშორის სივრცეში,- ერითრულოზას ეხება,  მოლეკულას, რომელიც დედამიწაზე ჩვეულებრივ პირობებში საკვებ ჟოლოში გვხვდება.

Nature Astronomy-ის  პუბლიკაციის მიხედვით, მეცნიერები აკვირდებოდნენ დიდ მოლეკულურ ღრუბელს G+0.693-0.027-ს, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

დაკვირვებისთვის მკვლევრებმა ესპანეთში განთავსებული ორი რადიოტელესკოპი გამოიყენეს - იებესის ობსერვატორიის 40-მეტრიანი და IRAM-ის 30-მეტრიანი ტელესკოპები. მიღებული სიგნალების ლაბორატორიულ ნიმუშებთან შედარების შედეგად მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ღრუბელში ერითრულოზა აირისებრ მდგომარეობაში არსებობს.

ეს ვარსკვლავთშორის გაზში შაქრის პირველი დადასტურებული აღმოჩენაა. მანამდე უფრო რთული ორგანული ნაერთები, მათ შორის რიბოზა და გლუკოზა, მხოლოდ მეტეორიტებსა და ასტეროიდ ბენუში იყო აღმოჩენილი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერითრულოზა სიცოცხლისთვის აუცილებელ მოლეკულად არ ითვლება, თუმცა მას შეუძლია სხვა შაქრების წარმოქმნაში მონაწილეობა, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის ადრეულ ეტაპებთან არის დაკავშირებული.